01:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 14:20:43, 705 ნახვა

სხვადასხვა
ნოვოსიბირკსში 16 წლის მოზარდი 23-ე სართულის აივნიდან გადავარდა და ცოცხალი გადარჩა

რუსეთში 16 წლის მოზარდი 23-ე სართულის აივნიდან გადავარდა და ცოცხალი გადარჩა, - ამის შესახებ რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოძიებს მონაცემებით, მოზარდი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. ის აივნის მოაჯირზე გარე მხრიდან ჩამოეკიდა, რის შემდეგაც აივანზე ამოსვლა სცადა, თუმცა თავი ვერ შეიკავა და ჩავარდა.

ახალგაზრდა შენობის წინ მდგარ ავტომბილზე დაეცა. მან მრავალი ტრავმა მიიღო, თუმცა ცოცხალი გადარჩა. მოზარდი ჰოსპიტალიზებულია, ის გონზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი ინციდენტის მიმდინარე წლის თებერვალში მოსკოვშიც მოხდა. მაშინ ექვსი წლის ბავშვი მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადავრადა. პატარამ ტრავმები მიიღო, თუმცა გადარჩა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics