00:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 16:07:24, 635 ნახვა

სამხედრო
საქართველოში თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდალი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ერთ დღიანი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების სარდალი სტუმრობს. ბრიგადის გენერალი სალიჰ ზაქი ჩოლაქი დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა მატერიალურ-ტექნიკური დახმარების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ასევე განიხილეს საერთაშორისო მისიები და ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი შესაძლებლობები.

„სახმელეთო ჯარების სარდლის სტუმრობა საქართველოში ძალიან ნიშანდლობლივია. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ კურსის უცვლელობისა, რომელიც საქართველოსა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის არსებობს. გარდა იმისა, რომ ჩვენ სტრატეგიული მეზობლები და მოკავშირეები ვართ, მხარდამხარ ვიბრძვით მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ. თურქი სამხედროების დახმარება ქართველი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მას ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს თურქეთის, როგორც ერთ-ერთი ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან გააჩნია“ - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics