02:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 11:44:01, 676 ნახვა

სხვადასხვა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქარის პირველი ელექტროსადგურისთვის საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოში, ქალაქ გორთან ახლოს მშენებარე, ქარის პირველი ელექტროსადგურისთვის 35 კვ-იან საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს, რომლის სიგრძე დაახლოებით 7,5 კმ იქნება.

ქარის პირველი ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატს შეადგენს. ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსდება 6 ერთეული ქარის გენერატორი, თითოეულის სავარაუდო სიმძლავრე 3.45 მგვტ იქნება.

ტურბინა-გენერატორები ერთმანეთს მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებით დაუკავშირდება, რომელიც შემდგომში, სსე-ის კუთვნილ ქვესადგურს „გორი-220“ მიუერთდება. პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ ასევე განხორციელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სამონტაჟო სამუშაოები, რომლის საშუალებითაც ქარის ელექტროსადგური სსე-ის სადისპეტჩერო ცენტრს დაუკავშირდება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics