2016-07-11 10:34:25, 694 ნახვა
სხვადასხვა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზებას იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზებას იწყებს.
ურთიერთთანამშრომლობის შედეგად პირველი ღონისძიება ქალაქ ზუგდიდში 12-13 ივლისს ჩატარდება.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს, გააცნობს სახელმწიფოს ხედვას ინოვაციების განვითარების კუთხით და წარადგენს საკუთარ პროგრამებს, პროექტებსა და სერვისებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან