20:23 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 19:17:11, 530 ნახვა

ეკონომიკა
გია ხუხაშვილი: უკვე ფსიქოლოგიური შოკის ზღვარზე ვართ

„ვფიქრობ, რომ უკვე ფსიქოლოგიური შოკის ზღვარზე ვართ და ეროვნულმა ბანკმა ძალიან მკაცრი ზომები უნდა მიიღოს, რათა  პანიკა არ დაიწყოს“,-ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესის შეჩერება  ეროვნული ბანკისთვის გარკვეულ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული, მარამ შეყოვნება ძალიან სახიფათო იქნება.
 „ვფიქრობ, რომ უკვე ფსიქოლოგიური შოკის ზღვარზე ვართ და აქ უკვე ეროვნულმა ბანკმა ძალიან მკაცრი ზომები უნდა მიიღოს იმისათვის, რომ პანიკა არ დაიწყოს და შეაჩეროს ეს პროცესი. რადგან თუ პანიკა დაიწყო,  გაგვიჭირდება პროცესების მართვა.  გასაგებია, რომ პროცესის შეჩერება გარკვეულ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული, მარამ ვფიქრობ, ახლა შეყოვნება ძალიან სახიფათოა“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ხუხუაშვილმა  ლარის გაუფასურების პროცესში ხელისუფლების როლზეც ისაუბრა.
მისი თქმით, შეიძლება პრობლემა  მარტო ხელისუფლების ბრალი არ იყოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ გამოწვევებს ვერ პასუხობენ და ვერანაირ გეგმას ვერ დებენ,  შემაშფოთებელია.
„არის მოკლევადიანი პრობლემები და გამოწვევები, რაზეც არ მინდა ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობლობა დავაკისრო, ვიდრე მათ ეკუთვნით, რადგან ობიექტურად ეს ყველაფერი არის გლობალური პროცესის ნაწილი, მაგრამ თუ როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს ხელისუფლება, ეს უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პრობლემა შეიძლება არ იყოს მარტო მათი ბრალი, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტა, რომ ამ გამოწვევებს ვერ პასუხობენ და ვერანაირ გეგმას ვერ დებენ, შემაშფოთებელია“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics