2015-02-21 14:58:09, 731 ნახვა
ეკონომიკა
ერთი დღის განმავლობაში აზერბაიჯანული მანათი მესამედით გაუფასურდა
ერთი დღის განმავლობაში აზერბაიჯანული მანათი 33.5%-ით გაუფასურდა.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
თუ გუშინ 1 დოლარი 0,78 მანათს შეადგენდა, დღეს უკვე 1 დოლარი 1.05 მანათი ღირს.
გუშინ ევრო 0.89 მანათი ღირდა, ახლა კი 1.15 მანათი ღირს.
აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, კურსი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის დაწიეს.
აღსანიშნავია, რომ მანათი, თითქმის ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებში გაუფასურდა, მათ შორის ლართან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან