11:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 13:59:22, 559 ნახვა

სამხედრო
სესიაშვილი: სავალდებულო სამხედრო და სარეზერვო სამსახურების ტრანსფორმაცია აუცილებელია

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს.

მისივე თქმით, მან თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს თავის აზრი უკვე გააცნო.

"ერთის  მხრივ, უნდა მოხდეს მსჯელობა იმ დისკომფორტის შემცირებაზე, რაც ახალგაზრდებს აქვთ სამხედრო სამსახურთან მიმართებაში.  მეორე  მხრივ, აუცილებელია ტრანსფორმაცია სავალდებულო სამხედრო და სარეზერვო სამსახურების", - განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ კონსულტაციების შედეგად ერთი საერთო პოზიცია ჩამოყალიბდება, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უფრო გაზრდის.

“თავდაცვის მინისტრს, რა თქმა უნდა, აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი ხედვა გააცნოს საზოგადოებას, მაგრამ უკვე დიდი ხანია, განსხვავებულ პოზიციებს ვაფიქსირებ. მეტიც, ჩვენ ცოტა ხნის წინ, კრწანისის სასწავლო ცენტრში შევხვდით და,  როგორც თავდაცვის მინისტრს, ისე გენშტაბის წარმომადგენლებს ჩემი პოზიცია გავაცანი, თუ როგორ უნდა მოხდეს სავალდებულო სამსახურის რეფორმირება“,- აღნიშნა სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics