2016-04-05 17:19:28, 573 ნახვა
სხვადასხვა
დავით ბაქრაძე მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების ეროვნულ კოორდინატორს შეხვდა
ნატო-ს კვირეულის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების ეროვნულ კოორდინატორთან ვესკო გარსევიჩთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-ში გაწევრიანების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, განსაკუთრებით, ანტი-დასავლური პროპაგანდაზე მოახლოვებული ვარშავის სამიტის კონტექსტში. მონტენეგროს გამოცდილებაზე საუბრისას, მხარეებმა, ასევე, 2016 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი და საქართველოსა და მონტენეგროს მოლოდინები განიხილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან