01:05 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 12:09:52, 684 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში 51-ე ბატალიონის ამერიკული მეთაურობა შეიცვალა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ტაქტიკური დაჯგუფება „სოლიდის“ დაქვემდებარებაში გადადის.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

ცერემონიას ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და კოალიციური ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, 51-ე ბატალიონის მეთაურობაც დაესწრო. ღონისძიებაზე ტაქტიკური დაჯგუფებების ძველმა და ახალმა მეთაურობამ დანაყოფების საბრძოლო დროშები გაცვალეს.

აშშ-ის არმიის მეორე დივიზიის, მესამე კავალერიული პოლკის ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერის“ ნაცვლად ბაზა ბაგრამის მიმდებარე ოპერაციის ზონის მართვასა და კონტროლზე პასუხისმგებლობა 21-ე საინჟინრო ბატალიონის ტაქტიკურმა დაჯგუფება „სოლიდმა“ სრულად გადაიბარა. ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მაიკლ ჯეიმსი ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარი მილერმა ჩაანაცვლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics