14:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 09:50:42, 446 ნახვა

საზოგადოება
შეჩერებული მშენებლობები დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდებიან

ის სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც  2008 წლის აგვისტომდე დაიწყო  და დღემდე არ დასრულებულა,  სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისაგან, კერძოდ, დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდებიან,-ამის შესახებ  პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა  სამშენებლო სექტორზე, რამაც შეაფერხა სამშენებლო დარგის განვითარება.

„საბანკო დაკრედიტების გამკაცრებამ და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ, სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო დარგს. შედეგად კი, კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ  მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაუგროვდათ, რაც მათ მძიმე ტვირთად აწვება და ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას,“–აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის შემდგომ განვითარებას და ამ დარგიდან დადებითი ეფექტების გადაცემას სხვა სფეროებზე, კერძოდ, სამშენებლო მასალების და სარემონტო მომსახურების სფეროებზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics