00:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-11 21:02:53, 2669 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის პრესსპიკერი ყულევზე - ბოჭორიშვილმა აიღო ვალდებულება, დავაკვირდებით შესრულებას

TV ფორმულას ცნობით, სანქციების მე-20 პაკეტიდან ყულევის ნავთობტერმინალის ამოღებასთან დაკავშირებით მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას აქვეყნებენ. განცხადებაში ევროკომისიის პრესსპიერი წერს, რომ ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და კომპანია SOCAR-მა აიღო ვალდებულება, რომ "ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა საქართველოს პორტებში შესვლის უფლება".

"სანქციების მე-20 პაკეტის კონტექსტში, საქართველოს პორტი, ყულევი, იდენტიფიცირებულ იქნა ჩრდილოვანი ფლოტის გემებთან ურთიერთქმედებისა და იმ შეშფოთების გამო, რომ იგი შესაძლოა ხელახლა ყოფილიყო გამოყენებული რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის ჩვენი სანქციების დარღვევით.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო პირობა, რომ ის საქმიანობა, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევდა, შეწყდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ამიერიდან ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა საქართველოს პორტებში შესვლის უფლება. დამატებითი ვალდებულებები იქნა მიღებული SOCAR-ისგან — აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიისგან, რომელიც ოპერირებას უწევს პორტებს.

ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულებების შესრულებას და არ მოერიდება ზომების მიღებას იმ აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად უთხრიან ძირს ჩვენი სანქციების გავლენას. საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტდნენ რე-ექსპორტს და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, რომ ეს ასე იყოს პრაქტიკაში". - ფორმულას ცნობით, წერს მათ ევროკომისიის პრესსპიკერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics