12:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 15:13:01, 367 ნახვა

პოლიტიკა
კოლუმბიის მახლობლად, ხომალდზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა, აშშ-ის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიის მახლობლად, ხომალდზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა, აშშ-ის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 

დარტყმა სამხრეთამერიკელი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა.

აშშ-ის სამხედრო ძალების სამხრეთის სარდლობამ თავდასხმის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა ორი ადამიანის დაღუპვა, რომლებსაც „ნარკოტერორისტებს“ უწოდებს.

პენტაგონის თქმით, სამიზნე საზღვაო ნარკოტიკებით ვაჭრობის ქსელების ნაწილი იყო.

წყნარ ოკეანეში თავდასხმა კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს ვაშინგტონში ვიზიტისა და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics