00:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-01 13:54:54, 565 ნახვა

მსოფლიო
თურქეთი ირანსა და აშშ-ს შორის შუამავლობას სთავაზობს ომის თავიდან ასაცილებლად

ანკარა მუშაობს ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი კომუნიკაციის არხის შექმნაზე, რათა თავიდან აიცილოს ახალი ომი ახლო აღმოსავლეთში და დაიწყოს ახალი მოლაპარაკების პროცესი, იტყობინება საუდის არაბეთის გაზეთი „აშარგ ალ-ავსატი“, თურქულ წყაროებზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ თურქეთი მედიაციას პრიორიტეტად მიიჩნევს, მათ შორის მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობას საკუთარ ტერიტორიაზე და აპირებს, უახლოეს მომავალში დიპლომატიურ გადაწყვეტილებებზე გაამახვილოს ყურადღება, რეგიონში სამხედრო ესკალაციის რისკის გათვალისწინებით.

პრეზიდენტ ერდოღანის ძალისხმევა მიმართულია თეირანისა და ვაშინგტონის დაახლოებისკენ. წყაროების ცნობით, თურქეთის შუამავლობა „საუკეთესო ვარიანტად“ ითვლება რეგიონში, სადაც არცერთი მხარე არ არის დაინტერესებული ახალი ომით.

გარდა ამისა, თურქეთის ინიციატივა ვითარდება სხვა დიპლომატიურ ფორმატებთან ერთად, მათ შორის საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტებთან, ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობასთან და ეგვიპტის შუამავლობის მცდელობებთან ერთად საუდის არაბეთთან, თურქეთთან და სხვა რეგიონულ ქვეყნებთან კოორდინაციით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics