01:30 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 10:02:31, 12421 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად, დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს გარეთ

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის პენიტენციური დაწესებულების დატოვებას 10:30 საათისკენ ელოდა, თუმცა დაწესებულება 08:00 საათზე დაატოვებინეს.

რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ სადღაც 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად გასასვლელად და ისე მოხდა, რომ დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს გარეთ, სადაც ცოცხალი არსება არ იყო. ტაქსით იყო ერთი ადამიანი გაჩერებული და იმან გამათბო ცოტა ხანი, იმის მობილურით დავუკავშირდი მეუღლეს და მერე ჩემი მეგობარი მოვიდა. უცნაური განცდა მაქვს ახლა“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს დარბაზში დააკავეს და წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს
 წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაასამართლეს და დააპატიმრეს: ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი

 ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების" მუხლებით. პროცესები 24 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ  ვადამ 2 თვით გადაიწია, შესაბამისად სავარაუდოა, რომ ოპოზიციონერები  ჯერ დატოვებენ საპატიმროს და შემდეგ გახდება ცნობილი, ისევ შეაბრუნებენ თუ არა მათ ციხეში. გარდა ამისა, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე [ბუტა რობაქიძის] 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ირაკლი ოქრუაშვილს, ხოლო წელიწადნახევარი მიუსაჯეს ნიკა მელიას, მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics