|
2025-12-17 15:43:47, 8195 ნახვა
პოლიტიკა
სასამართლომ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებულები - თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა
ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებულები - თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე მათ ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. ბექა გოცირიძე - აქტივისტების თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერია, რომელიც პარლამენტთან პროვოკაციას აწყობდა. ბექა გოცირიძემ დღევანდელ პროცესზე გამოკითხვისას განაცხადა, რომ მას პრეტენზია არ ექნება, თუ ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან. მან პროცესზე ასევე თქვა, რომ თუ ბრალდებულებს გაათავისუფლებენ "ძალიან გაუხარდება". თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ თორნიკე თოშხუას, მინდია შერვაშიძისა და ბექა გოცირიძის დაპირისპირება ბექა გოცირიძის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბექა გოცირიძეს თან ჰქონდა დანა, რომელიც დაპირისპირებისას ჯიბიდან ამოუვარდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)