03:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 15:00:34, 8703 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, ზეწოლა შენარჩუნდება

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი ბლეიზ მეტრეველი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში აცხადებს, რომ რუსეთი „აგრესიულ, ექსპანსიონისტურ და რევიზიონისტულ“ საფრთხეს წარმოადგენს.

ბლეიზ მეტრეველმა MI6-ის ხელმძღვანელობა ოქტომბერში გადაიბარა რიჩარდ მურისგან და ორგანიზაციის 116-წლიან ისტორიაში პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა. აღნიშნული თანამდებობა საჯაროდ ცნობილია კოდური სახელწოდებით „C“.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება.

"ვლადიმირ პუტინს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ზეწოლა, რომელსაც უკრაინის მხარდასაჭერად ვახორციელებთ, გაგრძელდება," - აცხადებს მეტრეველი.

MI6-ის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთის ქცევა სისტემურად დესტრუქციულია.

"ქაოსის ექსპორტი რუსეთის საერთაშორისო ჩართულობის მახასიათებელია და არა შეცდომა, და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი იძულებული არ გახდება, შეცვალოს თავისი გათვლები," - აღნიშნავს ის.

მეტრეველმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიების უფრო აქტიური გამოყენების აუცილებლობაზე გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან ბრძოლაში, მათ შორის ტერორიზმისა და საინფორმაციო ომის წინააღმდეგ.

"ტექნოლოგიების სრულყოფილი ფლობა ყველაფერში უნდა აისახოს, რასაც ვაკეთებთ. არა მხოლოდ ლაბორატორიებში, არამედ პრაქტიკულ ოპერაციებში, ჩვენს პროფესიულ მეთოდებში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ოფიცრის აზროვნებაში. ჩვენ კოდის სტრიქონებთან ისეთივე კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ თავს, როგორც ადამიანურ წყაროებთან, და "პითონში" ისეთივე თავისუფლად უნდა ვმუშაობდეთ, როგორც სხვადასხვა ენაზე," - ამბობს MI6-ის ხელმძღვანელი.

ბრიტანეთმა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან, სანქციები დაუწესა რუს ბიზნესმენებს, პოლიტიკურ ლიდერებს, კომპანიებს, გემებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის მთლიანად GRU-ს სამხედრო დაზვერვის სააგენტოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics