16:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-13 10:03:55, 699 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის რეჟიმმა პასპორტების გაცემა გაამარტივა

რუსეთის მთავრობამ გაამარტივა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრები ორმაგი მოქალაქეებისთვის შიდა რუსული პასპორტების გაცემის პროცესი. შესაბამისი დადგენილება ხელმოწერილია მას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს აღარ სჭირდებათ რუსეთში შესვლა პირველად რუსული პასპორტის მისაღებად ან მისი განახლებისთვის. რესპუბლიკებში განლაგდებიან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დროებითი ჯგუფები, რომლებიც მოაგვარებენ რუსული პასპორტების გაცემასთან ან განახლებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.

რუსული მედია წერს, რომ ეს დადგენილება აუცილებელია ორი პრეზიდენტის დადგენილების დებულებების აღსასრულებლად, რომლებიც ეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას და მათთვის რუსული პასპორტების გაცემის სპეციფიკას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics