03:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-06 17:44:58, 660 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე: რაც არ უნდა გააკეთოს ოცნებამ, სიტყვის თავისუფლებას, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავს

ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას და პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავს.

მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება. 

"მინდა მივმართო, რომ საქართველოში, რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, თუმცა დიდი მცდელობა გაქვთ მაგის და ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი მხრიდან ყველა კანონიერ ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, სამართალი, გავაგრძლებთ ამ ბრძოლას და ასეთ აბსურდებს არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ. [...] აქ რაც წერია, აბსურდია - ვერანაირი კავშირი ამ ბოდვას და იმას შორის, თუ რატომ მომიყვანეს აქ, ვერ ვხედავ. ეს არის მცდელობა იმის, რომ რაღაც საფუძველი შექმნან ჩვენი პარტიის აკრძალვის და რაღაც ჭირდებათ და ეს არის პიარული კამპანია, რადგან ეს არის ყველაფერი სიყალბე, რაც აქ წერია. პოლიტიკას და მართალ სიტყვას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება ვერ გააჩერებს", - ამბობს ხაზარაძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics