15:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-30 11:33:30, 559 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი სი ძინპინს შეხვდა, ისაუბრეს უკრაინის საკითხზეც

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც "საოცარი".

დონალდ ტრამპის თქმით, სი ძინპინი "დიდი ლიდერია".

შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სი ძინპინთან შეთანხმდა, რომ ამ მიმართულებით "ერთად იმუშავებენ".

"უკრაინაზე ერთად ვიმუშავებთ, ვთანხმდებით, რომ მხარეები ბრძოლაში არიან ჩართულნი და ვფიქრობ, ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე. თუმცა, უკრაინასთან დაკავშირებით ერთად ვიმუშავებთ", - თქვა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრაპმა ასევე თქვა, რომ აშშ დაუყოვნებლივ შემაცირებს ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც მანამდე დაწესდა ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტების შემოდინების საპასუხოდ.

ამ თემაზე შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, კერძოდ, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 47%-მდე შეამცირა. 

ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გადაწყდა იშვიათი მინერალების ვაჭრობის საკითხი, თუმცა არ დააზუსტა დეტალები.

დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ ახლა "შესაფერისი" დროა, აშშ-მა ბირთვული იარაღის ტესტირება განიხილოს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეგმავს ჩინეთში ვიზიტს - 2026 წლის აპრილში, ამ ვიზიტის შემდეგ კი ვაშინგტონს სი ძინპინი ეწვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics