|
2025-10-05 11:28:41, 1267 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს მონაცემებით, ოცნების მერობის კანდიდატებმა 25 ოლქში ხმების 100% აიღეს
ცესკოს მონაცემებით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა 25 ოლქში ხმების 100% აიღეს, აღნიშნულ ოლქებში კენჭს მხოლოდ ოცნების წარმომადგენლები იყრიდნენ. ხმების 100%, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოცნებამ შემდეგ ოლქებში აიღო: საგარეჯო, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი, გარდაბანი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, საჩხერე, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, აბაშა და მარტვილი. ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იმარჯვებს. 4 ოქტომბერა დიდი და თვითმმართველი ქალაქებიდან ყველაში ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა წინა თვითმმართველობის არჩევნებს. აქედან 5-ში აქტივობა ჩამოუვარდება როგორც 2021 ისე 2017 წლების არჩევნებს. ტაბულა აქტივობათა შედარებას გთავაზობთ:
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)