18:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 19:58:14, 1054 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის დაშლა დაიწყეს

თბილისში, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო. საპოლიციო ძალები ცდილობს, წყლის ჭავლის გამოყენებას დემონსტრაციის დასაშლელად.

წყლის ჭავლის გაშვებამდე, პოლიცია იყენებდა წიწაკის სპრეისაც - დემონსტრანტების გამაფრთხილებელი ხმა სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გაისმა. მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვეს ცრლემდენი გაზი.

ტელევიზიების გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ფიზიკურად ძალადობენ პოლიციელებიც და აქციის მონაწილეებიც. დემონსტრანტები ისვრიან გაურკვეველ ნივთებს.

დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თავისუფლების მოედნიდან მივიდნენ, სადაც იყო შეკრების მთავარი ადგილი „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირს“ წევრმა, პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
კუპრაძე - არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics