02:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 09:33:39, 1215 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ანიშნებს, რომ ევროპა რუსეთთან მიმართებაში საკმარისად მკაცრი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრ პოლიტიკას არ ატარებენ. მისი თქმით, ისინი მხოლოდ საუბრობენ და არ მოქმედებენ.

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების გამკაცრება დამოკიდებულია იმაზე, მოქმედებაში მოვა თუ არა ევროპა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა გაამკაცროს შეზღუდვები და შეწყვიტოს რუსული ენერგორესურსების შეძენა.

კითხვაზე, დაუწესებს თუ არა ნატო რუსეთს სანქციებს, ტრამპმა უპასუხა, რომ ალიანსი და ევროპა „თავის საქმეს არ აკეთებენ“.

„ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. ჩვენ არ ვყიდულობთ. მათ დაწესებული სანქციები არ არის საკმარისად მკაცრი. მზად ვარ სანქციების გასამკაცრებლად, მაგრამ ევროპამაც უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, საბოლოოდ ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ ახლა მხოლოდ ლაპარაკობენ“, — აღნიშნა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics