14:09 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-03 15:12:45, 1719 ნახვა

კომენტარი
კალაძე აქციის მონაწილეებს და საპროტესტო საზოგადოებას დასჯით ემუქრება

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ეს ყველაფერი იმართება გარედან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კახა კალაძემ გუშინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ცეცხლსასროლი ირაღით გადაადგილდებოდა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე ფაქტია და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ბოლო წლების განმავლობაში ამ ძალებს რა სურვილიც ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალების, რევოლუციის მოწყობის, დღესაც აქვთ. თანხები შემოდის ქვეყნის გარედან და იხარჯება საზოგადოების დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივების მცდელობისთვის, მაგრამ ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ. ვინც გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და ყველა მსგავსი ადამიანი დაისჯება.

რაც შეეხება უშუალოდ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მყოფ პირს, რა თქმა უნდა, სურვილი და მცდელობები ექნებათ, რომ როგორმე გაამწვავონ სიტუაცია, თუმცა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოაწყოს დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება ან რაიმე ტიპის კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინოს. აღნიშნული ფაქტი ძალიან მძიმეა. ისე არიან გაბოროტებულები და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომ ყველას სიფრთხილე მართებს“, -  განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics