16:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 12:56:53, 774 ნახვა

მსოფლიო
ლატვია 40-ზე მეტ ქვეითთა საბრძოლო მანქანას შეიძენს

ლატვია ASCOD-ის ტიპის 42 ქვეითთა საბრძოლო მანქანას შეიძენს, რისთვისაც 387 მილიონ ევროს გადაიხდის, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა აივარს პურინშმა და ესპანური კომპანია GDELS-Santa Bárbara Sistemas-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალეხანდრო პეიჯ ერნანდესმა ხელი მოაწერეს ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალებისთვის ახალი ტექნიკის მიწოდების ხელშეკრულებას.

კონტრაქტი ასევე ითვალისწინებს ლატვიური ინდუსტრიის მინიმუმ 30%-იან მონაწილეობას შეკვეთის შესრულებაში.

„ქვეითი საბრძოლო მანქანების დამატებითი შეძენა არა მხოლოდ ნატო-ს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, არამედ მნიშვნელოვნად დააჩქარებს მექანიზებული ქვეითი ბრიგადის განვითარებას, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მოკლე დროში კიდევ ერთი ბატალიონი გადავაიარაღოთ“, - აღნიშნა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა.

კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიაზე, უახლესი თაობის ავტომობილებს ოფიციალური სახელი - HUNTER მიენიჭა. მათი ეროვნული შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდება 387 მილიონი ევრო დაჯდება.

ამ დამატებითი პარტიით ლატვია, საერთო ჯამში, 84 საბრძოლო მანქანას მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics