15:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 12:26:37, 788 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება - ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ხელყოფას

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი „ძალიან შეშფოთებულია“ ირანზე ისრაელის თავდასხმის შესაძლო „მძიმე შედეგებით“.

„ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ხელყოფას და ეწინააღმდეგება ქმედებებს, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას ან კონფლიქტის გაფართოებას იწვევს. რეგიონში დაძაბულობის უეცარი ხელახალი გამწვავება არავის ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ცზიანმა.

მისი თქმით, ჩინეთი მხარეებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

„ჩინეთი მზადაა, კონსტრუქციული როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში“, - აღნიშნა ლინ ცზიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics