22:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-08 17:37:03, 1062 ნახვა

მსოფლიო
ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან, გემმა, რომლის ბორტზეც გრეტა თუნბერგი, იმყოფება ღაზის სექტორის სანაპირომდე მიაღწიოს

ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან, გემმა, რომლის ბორტზეც გრეტა თუნბერგი იმყოფება ღაზის სექტორის სანაპირომდე მიაღწიოს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„უკან უნდა დაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ. მე ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან „მადლენის“ სიძულვილის ფლოტილიამ ღაზას სანაპიროებს მიაღწიოს და ამისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ. ანტისემიტ გრეტას და მის თანამებრძოლ „ჰამასის“ პროპაგანდისტებს ნათლად ვეუბნები: უკან უნდა დაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, „ბლოკადის დარღვევის ან ტერორისტული ორგანიზაციების დახმარების მცდელობებს“ არ დაუშვებს.

გემი, რომლის ბორტზეც შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის გარდა 11 აქტივისტი იმყოფება, ღაზის სექტორის მიმართულებით სიცილიიდან გასულ კვირას გავიდა.

აქტივისტების განცხადებით, მათ მისიას ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევა და ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება წარმოადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics