09:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 09:54:21, 644 ნახვა

მსოფლიო
ილონ მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განაცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკი მადლობას უხდის ტრამპს, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის, DOGE-ის, მართვის შესაძლებლობა მისცა.

ამასთან, მისი განცხადებით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მუშაობას გააგრძელებს.

„რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, თანამდებობაზე ყოფნის დრო იწურება, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობის მოცემისთვის. DOGE-ის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, - წერს მასკი X-ზე.

დასავლური მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მასკის გათავისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყება.

შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობის ზომის შემცირების ხმაურიან კამპანიას ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგადაც ათასობით ფედერალური სამუშაო ადგილი შემცირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics