12:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 10:24:51, 552 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

სოციალურ ქსელებში ქვეყნდება დუბნას ცაში დრონების ფრენის, ასევე დაჯახების შემდეგ აფეთქებისა და ხანძრის ამსახველი ვიდეოები.

„კრონშტადტის“ ქარხნის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ის ქმნის უპილოტო საფრენ აპარატებსა და საავიაციო ტექნიკას.

ქალაქი დუბნა დედაქალაქ მოსკოვიდან 121 კილომეტრში მდებარეობს.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დღეს დილით განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ 33 დრონი ჩამოაგდო, რომლებიც დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ. ამასთან, მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics