14:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 09:49:45, 529 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია სტუდენტური ვიზის მიღების მსურველებისთვის გასაუბრებებს აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საელჩოებს დაავალა, შეწყვიტონ სტუდენტური და გაცვლითი პროგრამების ვიზებისთვის შეხვედრების დანიშვნა, რადგან ისინი ასეთი განმცხადებლების სოციალური მედიის შემოწმების გაფართოებისთვის ემზადებიან.

მედიის ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის გაგზავნილი დოკუმენტის ასლში, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო წერს, რომ შეჩერება გაგრძელდება „შემდეგი ინსტრუქციის გამოქვეყნებამდე“.

წერილში ნათქვამია, რომ სტუდენტური და გაცვლითი პროგრამების ვიზებთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში შემოწმება გაძლიერდება, რასაც „მნიშვნელოვანი შედეგები“ ექნება საელჩოებისა და საკონსულოებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარამენტი საელჩოებს მიმართავს, რომ კალენდრებიდან ამოიღონ ვიზების მიღების მსურველ სტუდენტებთან ყველა დაუჯავშნელი შეხვედრა, თუმცა ეს არ შეეხება პირებს, რომელთა შეხვედრებიც უკვე დაგეგმილია.

ცნობისთვის, უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც აშშ-ში სწავლა სურთ, როგორც წესი, მშობლიურ ქვეყნებში მდებარე ამერიკის საელჩოებში გასაუბრების გავლა მოეთხოვებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics