11:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 19:17:58, 584 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ომობს, უკრაინა მისი რაკეტებით რუსეთს ბომბავს

საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ომობს, რადგან მის რაკეტებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად იყენებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საფრანგეთის შორი მოქმედების რაკეტებს კიევის ნაცისტური რეჟიმი იყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ძირითადად სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმებისთვის.

„დევიზი – თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, მოიცავს ადამიანის უფლებებს, რომლებზეც საფრანგეთი ყველა კუთხე-კუნჭულში საუბრობს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ ნებისმიერ სიტუაციაში, უკრაინის კონფლიქტის გარდა. საფრანგეთი არ საუბრობს იმაზე, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარდა, არსებობს ადამიანის უფლებებიც და უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსული ენა კანონით აკრძალულია მისი გამოყენების ყველა სფეროში. მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ კუთხეში, არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მხოლოდ უკრაინაში“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics