13:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 18:33:15, 529 ნახვა

მსოფლიო
კიტ კელოგი - კიევისგან სამშვიდობო შეთანხმების პირობების სია მივიღეთ და მოსკოვისგან ველით

აშშ-მა ომის დასასრულებლად პირობების სია უკრაინისგან მიიღო, ახლა რუსეთისგან ველით. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ტელეარხ Fox News-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუს კოლეგა, ვლადიმირ პუტინს ელაპარაკებოდა, “რუსებმა თქვეს, რომ აპირებენ ე.წ. მემორანდუმის მომზადებას”.

“მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმების პირობების სია კიევისგან, და მოსკოვისგან უნდა მივიღოთ ისინი…

ამის შემდეგ იღებთ ორ დოკუმენტს და მათ აერთიანებთ. ერთად აჯამებთ... და კითხვას სვამთ: სად შეიძლება საერთო წერტილის პოვნა, რათა გავაერთიანოთ? და როდესაც მივიღებთ მათ “სასწრაფო გეგმას” ან მემორანდუმს, მაშინ შევადგენთ საერთო ვარიანტს, და კიდევ ერთი შეხვედრა შედგება”, - განაცხადა კელოგმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მოწყობა ვატიკანში სურდა, მაგრამ “მოსკოვმა უარყო ეს”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics