14:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 11:10:59, 788 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალიაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მომხდარ წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება კიდევ 3 ადამიანი.

როგორც Reuters წერს, სტიქიის შედეგად რამდენიმე ქალაქის ათიათასობით მცხოვრები დასახლებიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

წყალდიდობის გამო შტატში 100-ზე მეტი სკოლა დაიხურა, ხოლო ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში კიდევ მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის სახიფათო ზონაში 50 000 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics