2016-03-16 17:46:08, 640 ნახვა
რეგიონი
რუსთავის მერი ენერგოომბუდსმენს შეხვდა
ენერგოსექტორში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია დღეს, ენერგოომბუდსმენს სალომე ვარდიაშვილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებს შეეხო. მხარეებმა რუსთავში, ენერგოსექტორში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ენერგოომბუდსმენის აპარატის ინიციატივით, 14 მარტს მომხმარებელთა უფლებების კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები რეგიონების თვითმართველობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს მართავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან