20:18 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 18:17:08, 1178 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სლოვაკ კოლეგას შეხვდა

საქართველოში ვიზიტით სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მეთაური დანიელ ზმეკო იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გენერალ დანიელ ზმეკოს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.

"ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ დანიელ ზმეკოს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა სლოვაკ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სლოვაკეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics