22:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 11:24:40, 15338 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის წყარო უცნობია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის წყარო უცნობია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია

მან ასევე აღნიშნა,რომ ამ დროისთვის კოვიდცენტრებში  16 მძიმე, ხოლო 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტი იმყოფება.

„დაგვემატა 20 ახალი შემთხვევა, დღეს 1568 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. ამ 20 პაციენტიდან 8 არის დადასტურებულ პირთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალია, 7 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს მოძიების და კონტაქების დადგენის მიზნით.

გამოჯანმრთელდა მხოლოდ 9 ადამიანი. გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი კვლავ 81.6%-ია. კოვიდცენტრებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა. ამ 262 შემთხვევიდან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 16 მძიმე პაციენტია. დანარჩენი პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მცირე ნაწილის კი მსუბუქი მიმდინარეობის“, -განაცხადა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics