02:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 16:39:08, 16868 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩაქვში არსებულ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ სტუმარს, რომელიც სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული ქალი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია და მას ვირუსზე დადებითი პასუხი განმეორებითი ტესტირებისას დაუდასტურდა..

„სასტუმრო ოაზისში ჩემი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ პირს ჰქონდა საეჭვო სიმპტომები, კოტაქტირებული იყო ინფიცირებულთან, რის გამოც ის გაიტესტა. სწორედ ერთი წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, ინფექცია დადასტურდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ 900-მდე დამსვენებელს შენობის დატოვება აკრძალული აქვს. ამ ეტაპზე, სასტუმროში ახალი დამსვენებლების მიღება არ ხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics