04:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 11:37:44, 17917 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 1 ლენჯერს, 6 ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ოთხი შემოტანილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 1 წყარო ლენჯერია, 6 ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ოთხი შემოტანილია.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 230 პაციენტი აგრძელებს, საიდანაც ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ასეთი განაწილების გახლავთ, 1 დადასტურებულის წყარო ლენჯერის კლასტერია, ექვსის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია და 4 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა სოლიდურად გაიზარდა, 40 გამოჯანმრთელებული ადამიანი დაგვემატა და არის 1190 გამოჯანმრთელებული ადამიანი. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი 82%-ია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics