11:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-25 11:27:42, 3720 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - 8 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო ლენჯერია, ორის დაავადებულთან კონტაქტი, ხოლო ოთხი იპორტირებულია

„8 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო ლენჯერია, ორის დაავადებულთან კონტაქტი, ხოლო ოთხი იპორტირებულია“ , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

​მისივე განცხადებით, ინფიცირებულ პაციენტებს შორის 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის კი მძიმე.

„დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაგვემატა. მათგან ერთის წყარო ლენჯერია, ორის დაავადების წყარო დაავადებულთან კონტაქტია, 4 შემთხვევა იმპორტირებულია, მათგან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 13-ით გაიზარდა და საერთო ჯამში  1150-ია.

დღევანდელი მონაცემებით, COVID ცენტრებში 260 პაციენტი მკურნალობს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics