2020-07-23 10:41:24, 8124 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდული, 67 860 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდული, 67 860 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 227 514-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 1.5 მილიონს აღწევს.
ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსს კიდევ 1284 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 82 771-ს მიაღწია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,