22:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 11:26:58, 18153 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო სამი შემოტანილია, საიდანაც ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორი კი საკარანტინე სივრციდანაა.

„გუშინ ქვეყანაში გვყავდა 1039 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ათი ახალი შემთხვევა და გვყავს 1049 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა და ამჟამად არის 903. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 86%-ია, ხოლო კოვიდ ცენტრებში 168 პაციენტი მკურნალობს.

ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევებია. ორ პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

ჩვენს ცენტრში დღეს გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებული გუშინ არ გვყოლია, შეგვემატა 3 ახალი პაციენტი. მათგან 2 გახლავთ ჩვენს ცენტრში მკურნალობაზე მყოფი პაციენტების კონტაქტები, ხოლო 1 პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს კვლევის სახით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics