14:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-13 23:19:33, 15626 ნახვა

ომი უკრაინაში
WHO - კორონავირუსის ეპიცენტრი არიან ქვეყნები, სადაც ქვეყნის ლიდერები ჩვენ რჩევებს არ ითვალისწინებენ 

"კორონა ვირუსის ეპიცენტრი არიან ქვეყნები, სადაც ქვეყნის ლიდერები ჩვენ რჩევებს არ ითვალისწინებენ " , - ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე დოქტორმა ტედროსმა განაცხადა.

მათ ასევე დაასახელეს ის ქვეყნები და მიზეზები, რომლებიც კორონა ვირუსის მხრივ რეგრესს განიცდიან.

"ლიდერების შერეული მესიჯები ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას, რომ პანდემია კონტროლდებოდეს.

ამერიკაში გარკვეული ზომების შემცირებამ და ზოგიერთი ტერიტორიების გახსნამ განაპირობა "ინტენსიური გადაცემა". აშშ-ში დაფიქსირდა შემთხვევების ზრდა, ჯანმრთელობის ექსპერტებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაძაბულობის ფონზე" , - განაცხადა დოქტორმა ტედროსმა.

მან ასევე ისაუბრა ლათინურ ამერიკაში არსებულ სიტუაციაზეც.

"ლათინურმა ამერიკამ დაადასტურა კორონა ვირუსთან დაკავშირებული 14 5000-ზე მეტი გარდაცვალება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს რიცხვი უფრო მაღალია არასაკმარისი ტესტირების გამო.

დაღუპულთა ნახევარი ბრაზილიაში იყო, სადაც პრეზიდენტი ჯაირ ბოლსარარო წინააღმდეგია ვირუსის გავრცელების შემცირების მკაცრ ზომებს" , - განაცხადა დოქტორმა ტედროსმა.

მან, მის კოლეგებთან ერთად, კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკის ქვეყნებს გაითვალისწინონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და მითითებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics