2020-06-18 12:50:55, 18076 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - კოვიდ19-ით ინფიცირების თითქმის ყველა წყაროზე გავედით, 6-ზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდ19-ით ინფიცირების თითქმის ყველა წყარო ცნობილია.
მისივე თქმით, დარჩენილია მხოლოდ 6 შემთხვევა, რომელზეც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა.
"თითქმის ყველას წყაროზე გავედით, 6-ზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა", - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან