2020-06-16 12:35:12, 13252 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 8248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 193 ადამიანი
რუსეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 8248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 545 458-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში კოვიდ19-ს 193 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვალების საერთო რიცხვმა 7 284-ს მიაღწია.
ამასთანავე, ქვეყანაში კოვდი19-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 294 300-ს აჭარბებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან