2020-06-13 13:16:24, 17778 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 25 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 851-ით გაიზარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 25 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 048 986-ს მიაღწია.
აღნიშნულის შესახებ მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსს ქვეყანაში 851 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 114 669-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსისგან 841,936 ადამიანი განიკურნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,