2020-06-13 13:13:49, 17237 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსით ინფიცირების 8706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 114 ადამიანი კი, გარდაიცვალა
რუსეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 8706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 520 129-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ მონაცემებს ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
შტაბის ცნობით, ვირუსს ქვეყანაში ბოლო 24 საათში, 114 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 6 829-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, 274 641 ადამიანი განიკურნა კოვიდ19-სგან.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან