2020-06-13 11:29:15, 12787 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - ჟვანიას კლინიკის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, არასამედიცინო პერსონალია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებული პაციენტი არასამედიცინო პერსონალია.
მისივე თქმით, პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არ არის მოთავსებული.
„ჩემთვისაც ცნობილია, რომ ჟვანიას კლინიკის ერთი თანამშრომელი დაინფიცირდა, ოღონდ არასამედიცინო პერსონალია. აქედან გამომდინარე, მისი ინფიცირების წყარო შეიძლება არ იყოს ჟვანიას კლინიკა და იყოს გარეთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,