2020-06-12 14:05:53, 19309 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ ცხინვალში COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებულებს შორის ორი სამხედრო აკადემიის კურსანტი, ერთი - სამხედრო მოსამსახურე და ერთი - სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 36 გამოჯანმრთელებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,