2020-06-11 17:06:40, 19307 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილის, ანა გაგლოევას განცხადებით, ორივე დაინფიცირებული რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და ისინი ცხინვალში ვოლგოგრადიდან დაბრუნდნენ.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ19-ით ინფიცირების 68 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან