2020-06-06 10:48:13, 17412 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული 49 პაციენტი მკურნალობს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული 49 პაციენტი მკურნალობს.
მანვე დაამატა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„ჩვენს კლინიკაში 5 გამოჯანმრთელდა. ჯამში ჩვენს კლინიკაში 49 დადასტურებული შემთხვევაა. მათი მდგომარეობა სტაბილურია, მძიმე პაციენტები აღარ გვყავს. ძირითადად პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან