2020-06-03 12:19:42, 16800 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ, განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაინფიცირებული 3 პირიდან, ერთ-ერთი მედიკოსია, ორი მათგანი კი - სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ19-ის 45 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან კი, 31 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან